შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპის ფარგლებში, გამოფენების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეებში, დღეიდან ნებადართული ხდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განმარტა, ამ ღონისძიებების ჩატარება მოხდება წესების დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პროტოკოლის თანახმად.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე, მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება. სადაც დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, პირბადის ტარება სავალადებულო იქნება.

დღეიდან 70 პროფესიულ კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდება. ასევე, იხსნება ატრაქციონების პარკებიც.

comments