ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის რიგით მერვე ანგარიშში 2019 წლის მდგომარეობა შეაფასა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს განხორციელებულმა საკანონმდებლო რეფორმამ ხელი ვერ შეუშალა „კლანს“, პარლამენტში დასამტკიცებლად უზენაესი სასამართლოს მისთვის მისაღები მოსამართლეების კანდიდატურები წარედგინა.

ანგარიშის თანახმად, მოსამართლეები მეტწილად არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე ინიშნებიან თანამდებობებზე ასევე პირველ და მეორე ინსტანციაში. კერძოდ, „კლანი“ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს, თანამდებობაზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს.

ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ შენარჩუნებულია სასამართლოს, პალატის, კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკაც, როცა „კლანი“, აკონტროლებს რა საბჭოს, ამ მექანიზმს იყენებს თანამდებობაზე მისდამი ლოიალური პირების დასანიშნად და მათი მეშვეობით გავლენის შესანარჩუნებლად.

ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილის კომენტირებისას საია მიუთითებს, რომ წარდგენილი რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ საბჭოში „კლანი“ ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

comments