Kebab House, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს ვერ მიაგნო, რუკაზე იძებნება.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავცელა აუდიოჩანაწერი, როგორ რეკავს შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე 112-ში, ოპერატორს ეუბნება, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და სწრაფად მივიდნენ. ბრეგვაძე ამბობს, რომ Kebab House-სთან იმალება, როგორც ის ოპერატორს ეუბნება, მისი მიგნება ტელეფონის ლოკაციის საშუალებითაც შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, 112-დან ბრეგვაძეს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან Kebab House არ იძებნება.

comments