პრემიერმინისტრის მრჩეველი, განმარტავს, რატომ არის საქართველოს მოქალაქისთვის კარანტინი აუცილებელი და ტურისტისთვის არა.

“უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქისთვის კარანტინის გავლა სავალდებულოა, ხოლო ქვეყანში შემოსული უცხოელი ვიზიტორებისთვის არა, რადგან ტურისტები კორონავირუსის გავრცელების ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ. ტურისტებს საქართველოს მოქალაქესთან შედარებით გაცილებით ნაკლები საკონტაქტო წრე ჰყავთ, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს ამცირებს.

ჩვენ თუ შევაფასებთ ვითარებას, რეალურად, უცხოური ვიზიტორისთვის გაცილებით უფრო ნაკლებია იმ პირთა წრე, რომელთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო ფართოა და შესაბამისად, გაცილებით უფრო ინტენსიურია, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ამაზე ეპიდემიოლოგები უკეთეს პასუხს გაგცემენ. ამიტომ საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების და ამ რეგულაციების მიღება”

ჟურნალისტის კითხვაზე, აყენებს თუ არა არათანასწორ მდგომარეობაში საქართველოს მოქალაქეს, ის, რომ მასთან ერთად, იმავე რეისით მომავალი სხვა ქვეყნის მოქალაქე რეგულაციის გარეშე კვეთს საზღვარს, თავად კი კარანტინში მიდის, ჩიქოვანმა პასუხად “უსაფრთხოებაზე” დაიწყო საუბარი და განაცხადა:

“მოდით ხაზგასმით გეტყვით იმას, რომ აქ საუბარი უთანასწორობაზე არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ გერმანიის მოქალაქეებზე და რეზიდენტებზეცაა საუბარი ერთის მხრივ.

არა, ეს არ არის დიკსრიმინაციული მიდგომა და არათანაბარი მიდგომა. 5 სახელმწიფოზე რომელსაც ვუხსნით, ვსაუბრობთ, როგორც მოქალაქეებზე, ასევე, რეზიდენტებზე და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პანდემიის პირობებში არის უფრო მეტი სიფრთხილე საჭირო. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ უფრო მეტი უსაფართხოებისთვის უზრუნველყოვთ ისინი 14-დღიანი კარანტინით…”

არ ვიცი, რა პრინციპით და ფორმულითაა გამოთვლილი საფრთხე…

ჩამოსული ტურისტი ქირაობს მანქანას, ან გადაადგილდება ადგილობრივი ტრანსპორტით, ცდილობს ბევრ ადგილას მივიდეს და ბევრის ნახვა მოასწროს, არ ჭამს სახლში, ჭამს რესტორანში ან კაფეში ყოველ ჯერზე… მიდის მთაშიც და ზღვაზეც – 10-15 დღის მანძილზე თითოეულ ტურისტს რომ აქვს შეხება სრულიად უცხო ადამიანებთან და მათ საგნებთან – მთელი წლის მანძილზე არ ექნება ამდენ ადამიანთან შეხება საშუალოსტატისტიკურ ქართველს…

მოკლედ რომ ვთქვათ, რა მოიგონეთ ახლა ეს…

ალია

comments