ხაბაროვსკის გუბერნატორი სერგეი ფუგალი დააპატიმრეს, – ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ფუგალი 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

ამასთან, სამართალდამცველებმა ორგანიზებული დაჯგუფების კიდევ 4 წევრი დააკავეს. მათ ბრალდება უკვე წაუყენეს. ხაბაროვსკის გუბერნატორად სერგეი ფუგალი 2018 წელს აირჩიეს. ის რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია.

comments