ასეთი მნიშვნელოვანი საქმის გამოძიებისას,როცა საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სჯერა თქვენი უწყების ჩატარებული გამოძიების,ჟურნალისტებს გვიკრძალავთ სიმართლის დადგენას და თუნდაც ექსპერიმენტის ჩატარებას? სირცხვილია

“ნინო, ოცნება ყოველთვის არ იქნება და არც შენ არ იქნები ყოველთვის იმ თანამდებობაზე, რაზეც ახლა ხარ, ამიტომ ჟურნალისტებზე თანდასხმას იქნებ შეეშვა და პასუხები გაგვცეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ” – ინგა გრიგოლია ნინო გიორობიანის სტატუსს ეხმაურება.

შეგახსენებთ ,რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იგი ჟურნალისტ თამთ დოლენჯაშვილსის  მიერ პოლიციის ცრუ გამოძახებისათვის აკრიტიკებს, გქთავაზობთ ნინო გიორგობიანის განცხადებას უცვლელად

,”შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.
რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს.”

comments