როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

მრა­ვა­ლი წე­ლია, აფხა­ზე­ბიც და ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბიც, უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ამ მხრივ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია აღ­მო­სავ­ლეთ აფხა­ზე­თი. 1901 წელს, სო­ხუ­მე­ლი პრო­ფე­სო­რის ას­ტრო­უ­მო­ვის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი აგა­რა­კი, რო­მელ­საც მწერ­ლე­ბი ან­ტონ ჩე­ხო­ვი და მაქ­სიმ გორ­კი, მხატ­ვა­რი აპო­ლი­ნა­რი ვას­ნე­ცო­ვი სტუმ­რობ­დნენ, თით­ქმის გა­ნად­გურ­და და გა­უ­ვალ ტყედ არის ქცე­უ­ლი.

“რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ, იქ მუ­ზე­უ­მი ფუნ­ქცი­ო­ნე­რებ­და, ახ­ლოს სე­ზო­ნუ­რი კა­ფეც იყო დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის, ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი დან­გრე­უ­ლია, არც ერთი შე­ნო­ბა რეს­ტავ­რა­ცი­ას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა…

ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წლე­ბია შე­ნო­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რო­მელ­საც იქა­უ­რო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია… აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სტუ­ტის დი­რექ­ტო­რის ზუ­რაბ მიქ­ბას თქმით, უწყე­ბა­ში უთხრეს, რომ შე­ნო­ბის აღ­დგე­ნა არ ღირს” – წერს გა­მო­ცე­მა Кавказ Реалии და ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც ავ­რცე­ლებს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ისი­ნი უკვე შე­ეჩ­ვივ­ნენ, რომ თავ­ზე ენგრე­ვათ წარ­სუ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, საბ­ჭო­თა წლებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, რო­მელ­თა კო­მერ­ცი­უ­ლად გა­ყიდ­ვა, რე­ა­ლუ­რად, ძალ­ზედ მომ­გე­ბი­ა­ნი და ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუნ­დაც ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის­თვის.

“აქ ძი­რი­თა­დად ის ხალ­ხი ჩა­მო­დის, ვი­საც საბ­ჭო­თა წლე­ბის ნოს­ტალ­გია აქვს და და­ი­ნა­ხა­ვენ თუ არა ამ ძველ შე­ნო­ბებს, თუნ­დაც სტა­ლი­ნის აგა­რა­კის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მი­ე­ცე­მათ, მი­ლი­ო­ნო­ბით ფო­ტოს იღე­ბენ… მათ შო­რის ახალ­გაზ­რდე­ბიც, რომ შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რებს ან ახ­ლობ­ლებს აჩ­ვე­ნონ – წარ­სულ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე­თო. უფ­რო­სი თა­ო­ბა იხ­სე­ნებს ყვე­ლა­ფერს, რაც იმ დროს იყო – ყა­ვას, ნა­ყინს, გა­ზი­ან წყლებს… ეძე­ბენ ასეთ ად­გი­ლებს, მაგ­რამ წარ­სუ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ვი­ღას სცა­ლია, ნე­ტავ აწ­მყო­ში არ და­ვი­კარ­გე­ბო­დეთ” – წერს სო­ხუ­მე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირაკ­ლი ახუ­ბა.

მი­წას­თა­ნაა გას­წო­რე­ბუ­ლი აკარ­მა­რა – აფხა­ზუ­რი ქა­ლა­ქი-მოჩ­ვე­ნე­ბა, სა­დაც 90-იან წლებ­ში 5 000 ათას­ზე მეტი მო­სახ­ლე ცხოვ­რობ­და, ახლა მხო­ლოდ 36 ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა… Настоящее Время-სთან სა­უბ­რი­სას, ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზი იმ წლებს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც აკარ­მა­რა­ში ცხოვ­რე­ბა დუღ­და, იქ ცხოვ­რობ­დნენ ქარ­თვე­ლი ექი­მი ძმე­ბი მინ­დი­აშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ საქ­მე­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ…

“მათ გარ­და კი­დევ იყ­ვნენ სხვა ქარ­თვე­ლე­ბიც, მაგ­რამ ისი­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. თა­ვად და­სახ­ლე­ბა ძვე­ლი არ ყო­ფი­ლა, ახა­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა ხანს იარ­სე­ბა, 25 წელ­ზე მე­ტია იქა­უ­რო­ბა ტუ­რე­ბით არის სავ­სე. ღამე მათი ყმუ­ი­ლი ის­მის. აქ ახ­ლოს არის ტყვარ­ჩე­ლი, სა­დაც თით­ქოს შე­მორ­ჩა სი­ცო­ცხლე, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბაც გა­ჩა­ნა­გე­ბუ­ლია…

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რუ­სეთ­მა ტყვარ­ჩე­ლის რკი­ნიგ­ზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის 2 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი გად­მო­რი­ცხა, მაგ­რამ იმ თან­ხით მხო­ლოდ სო­ხუ­მი­დან რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გზა გა­კეთ­და. ტყვარ­ჩე­ლი კი თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვეს…” – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

“ვიხ­ვე­წე­ბო­დით, რუ­სეთ­მა მა­ინც და­ა­ბი­ნა­ვოს ან აა­შე­ნოს თა­ვი­სი ბა­ზე­ბიო, მაგ­რამ შე­ნო­ბებს ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ და ტე­რი­ტო­რი­უ­ლა­დაც არ გვა­წყობ­სო, უთ­ქვამთ… არა­და, მა­ღა­ზია გა­იხ­სნე­ბო­და, ხალ­ხი იმოძ­რა­ვებ­და, ჩერ­ნო­ბილ­ში არ მოგ­ვი­წევ­და ცხოვ­რე­ბა. აქა­უ­რებს მა­რი­ხუ­ა­ნა მოჰ­ყავთ და მა­გის­თვის თუ მო­დის ხალ­ხი, თო­რემ ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა არა­ვის ახ­სოვს. ახლა ამ­ბო­ბენ, ბჟა­ნია-ან­ქვა­ბი ნარ­კო­ტი­კებს ებ­რძვი­ა­ნო და ეს გზაც თუ გა­და­კე­ტეს, აქა­უ­რო­ბა სა­ერ­თოდ და­იც­ლე­ბა…” – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი იუ­ლია აგუ­მა.

ambebi.ge

 

comments