დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით და მწუხარებას გამოთქვამს სამხედროების გარდაცვალების გამო.

„მოვუწოდებთ ორივე მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და უარი თქვან ისეთ რიტორიკაზე, რომელსაც დაძაბულობის გაზრდა შეუძლია. მიმდინარე მოვლენები ემუქრება რეგიონულ სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

comments