საქართველოში ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები უსაფრთხო ქვეყნებთან საზღვრების გახსნასა და ფრენების დაწყებას მოითხოვენ. მათ მთავრობისთვის ხმის მისაწვდენად აქცია-მსვლელობა გამართეს, ბოლოს კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოთხოვნები გააჟღერეს.

“ხაზს ვუსვამთ, საზღვრები უნდა გაიხსნას იმ ქვეყნებთან, სადაც კოვიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, სადაც აღარ არის მაღალი რისკი – ევროკავშირის ქვეყნებზე მაქვს საუბარი. ასევე ვითხოვთ რეგულარული ფრენების აღდგენასა და ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას”, – თქვა ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა, ცოტნე ჯაფარიძემ.

საქართველო კოვიდვითარების კუთხით უსაფრთხო ქვეყნადაა გამოცხადებული. ქვეყანამ ტურისტების მიღება რამდენიმე თვეა შეწყვიტა და ტურისტებისთვის ახლა იხსნება. საქართველო 5 ქვეყანას – გერმანიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უპირობოდ უხსნის საზღვრებს. სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა კი ქვეყანაში მოსახვედრად 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ საკუთარი ხარჯებით.

comments