ცნობილი ინდოელი მსახიობი, 46 წლის აიშვარია რაი, რომელსაც ერთი კვირის წინ ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, მუმბაის საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ BBC წერს.

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან მისი ოჯახის წევრებიც: 8 წლის ქალიშვილი აარადია და მეუღლე, აბიშეკ ბაჩანიც. საავადმყოფოში გადაიყვანეს მსახიობის მამამთილი, ბოლივუდის ვარსკვლავი, ამიტაბჰ ბაჩანიც, რომელსაც, ასევე, ვირუსი დაუდგინდა.

ამ დრომდე, ისინი სახლში, თვითიზოლაციაში იყვნენ.

ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსი 1 040 746 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 26 291 ვირუსს ემსხვერპლა.

აიშვარია რაი

აიშვარია რაი ქმარ-შვილთან ერთად

comments