სუხიშვილების ახალი პროექტი “არტეფაქტები” საპრემიეროდ ემზადება. ქართული ნაციონალური ბალეტის ახალი საკონცერტო სივრცე სწორედ ახალი ქორეოგრაფიული დადგმით გაიხსნება. სუხიშვილები ამ პროექტს 3 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

“თითქოს შორს ვეძებდით რაღაცას, არადა ძალიან ახლოს არის ეს ყველაფერი. იყო პროექტები, სადაც ექსპერიმენტის სახით წარმოგვიჩენია სხვადასხვა სახის წარმოდგენა, მაგრამ ახლა ჩვენ დავუბრუნდით საწყისს, რომ გავაკეთოთ თანამედროვე სახის წარმოდგენა,”- აცხადებს ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი. 

სპეციალური ფორმა მოცეკვავეებისთვის ნინო სუხიშვილმა შეარჩია, რომელიც მისი თქმით, ძალიან ჰაეროვანია

“შევურჩიე კოსტიუმი, რომელიც გარემოსთან იქნება შერწყმული. მაგალითად, გოგონების კაბები ცასთან და ღრუბლებთან არის შერწყმული, დანარჩენი ფორმაც ძალიან ჰაეროვანია. ყოველთვის მნიშვნელოვანია ფორმა, არა მოცეკვავეს არამედ ცეკვას ჩააცვა,”- ამბობს  ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” მმართველი დირექტორი ნინო სუხიშვილი. 

comments