ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მან კორონავირუსი უსიმპტომოდ, “ფეხზე” გადაიტანა.

“კორონავირუსი უსიმპტომოდ, ფეხზე გადავიდატანე, როგორც ვამბობდი,  მოსახლეობის 97% ამ ინფექციას უსიმპტომოდ გადაიტანდა. მადლობა ღმერთს რომ მეც ამ უსიმპტომოების კოჰორტაში მოვხვდი,” – განაცხადა ლუკაშენკომ ერთ-ერთ შეხვედრაზე.

მონაცემების თანახმად ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 67 ათასზე მეტია, აქედან გამოჯანმრთელებულია 60 600, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 543-ს აღწევს.

comments