რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 1 სექტემბრამდე გააგრძელა რუსეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები. აკრძალვა 31 ივლისამდე მოქმედებდა.

დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია, რათა არ დაუშვან „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის შეღწევა”.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას უკვე დადასტურებული აქვს კორონავირუსის 89 შემთხვევა. ინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთიდან დაბრუნებული პირია.

comments