გიორგი შაქარაშვილის საქმის საქმის ახალი მტკიცებულებები „კურიერმა“ მოიპოვა, სადაც საუბარია იმ ფაქტზე, რომ უკვე ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე მყოფი სტუმრებიც ადასტურებენ, რომ ახალგაზრდები ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩადიან კონკრეტული მიზნით – შურისძიებისთვის და არა მეგობრების წამოსაყვანად, როგორც ეს წინასწარი გამოძიების პროცესში მიღებულ ჩვენებებში წერია.

ახალი ჩვენებებიდან ერთ-ერთი ეკუთვნის არასრულწლოვან ე.ხ.-ს. სწორედ ის აღწერს, როგორ და ვის ეძებდნენ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები დაპირისპირების ღამეს.

„დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა, როდესაც აგარაკის ეზოში შემოვიდნენ ჩემი კლასელები ლ.შ, ირაკლი მუმლაძე, ნ.ც, გიორგი მერაბიშვილი და გიგა ტატიაშვილი, მათთან ერთად იყვნენ ჩვენი საერთო მეგობრები, ნ.ქ. და თენგო ბარბაქაძე. ისინი მოვიდნენ ჩემთან და მესაუბრებოდნენ მე, მკითხეს თუ სად წავიდნენ წვეულებაზე მყოფი სტუმრები, რაზეც მე და ვანომ ვუთხარით, რომ არ ვიცოდით.

ეზოში ყოფნის დროს მე დავინახე კიდევ ერთი, ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელიც აგარაკზე იყო, შენობის შიდა პერიმეტრზე, სააბაზანოში იდგა და ხელებს იბანდა. კარები იმ ეპიზოდში ღია იყო და ამიტომ დამამახსოვრდა რატომღაც. მე იგი მანამდე არსად მყავდა ნანახი, მივხვდი, რომ ისიც ჩემს კლასელებს და მეგობრებს ახლდა თან.

მე სახეზე არ მახსოვს იგი, ვერ შევძლებ მის ამოცნობას, მხოლოდ აღნაგობა მახსოვს, ასაკითაც ეტყობოდა, რომ ჩვენი ასაკის არ იყო, უფრო დიდი იყო აშკარად,“

comments