კორონავირუსის პანდემიამდე ცნობილი ქართველი ვარსკვლავების უმეტესი ნაწილი დასასვენებლად საზღვრებს მიღმა წასვლას ამჯობინებდა, თუმცა ახლა ისინი ქართულ კურორტებზე იმყოფებიან და ზაფხულის ცხელ დღეებს ულამაზეს, მხიარულ და რაც მთავარია, მშობლიურ გარემოში ატარებენ.

ცნობილი ქართველები Instagram-ზე ხშირად გვიზიარებენ დასვენების დროს გადაღებულ ფოტოებს. ვნახოთ, სად ისვენებენ ისინი. ვნახოთ, სად ისვენებენ ისინი და თუ ჯერ არ მოგიფიქრებიათ, თუ სად გაატაროთ შვებულება, შესაძლოა, ქართველი ვარსკვლავების ფოტოები თქვენი შთაგონების წყარო გახდეს.

1. სალომე ღვინიაშვილი
მოდელმა და ტელეწამყვანმა საქართველოს რამდენიმე ულამაზესი კუთხე უკვე მოიარა. სალომეს შვებულების მიმართულებების რიცხვში აღმოჩნდა: რაჭა – Glamping Georgia, სვანეთი, და, რაღა თქმა უნდა, ბათუმი.

ცნობილი ქართველები

2. მაკა კვიციანი
დიზაინერმა და ცნობილი ქართული ბრენდის – Dalood-ის კრეატიულმა დირექტორმა, მაკა კვიციანმა მეგობრებთან ერთად მშობლიური სვანეთი მოინახულა. მაკამ სოციალური ქსელის, „ინსტაგრამის“ მეშვეობით გაგვიზიარა ულამაზესი ფოტოები ამ მოგზაურობიდან.

ცნობილი ქართველები

3. ალექსანდრა პაიჭაძე
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ქართველი მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე მაინც ახერხებს და საქმეს – სიამოვნებას უთავსებს. ალექსანდრამ უკვე მოიარა საქართველოს მაღალმთიანი თუ ზღვისპირა რეგიონები და თელავშიც მოასწრო გადაღებებზე ჩასვლა, ფოტოგრაფ მარიამ ნაკანთან და გიორგი მამასახლისთან ერთად.

4. ქეთო თოფურიძე
სვანეთი ქეთო თოფურიძის სიაშიც მოხვდა. გარდა ამისა, ქეთო „ინსტაგრამის“ მეშვეობით გვიზიარებს კახეთში, ბათუმში და წყნეთში, აგარაკზე გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს.

5. ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი ჯერ სვანეთს ესტუმრა, შემდეგ გურიაში გადაინაცვლა და გომის მთიდან საოცარო ფოტოებიც გაგვიზიარა. ბოლოს, ტრადიციულად მცხეთაში, ოჯახის აგარაკზე დაბრუნდა.

ცნობილი ქართველები

6. მაკა ასათიანი
ულამაზესმა მაკა ასათიანმა თავის ახლობელ ადამიანებთან ერთად ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად ლეჩხუმს მიაშურა. ლეჩხუმში ვიზიტის ფოტოები „ინსტაგრამზე“ მაკას დისშვილმა, მარიანა აჩბამ გამოაქვეყნა.

7. ანუკი არეშიძე და კახი კალაძე
დიზაინერი ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად შავი ზღვისპირეთში, შეკვეთილში ისვენებს, საიდანაც ხშირად გვიზიარებს ოჯახურ ფოტოებს. ზღვა, სუფთა ჰაერი, ბუნება და უნიკალური დენდროლოგიური პარკი – იდეალური დასვენებისთვის შეკვეთილი ვიზიტორს ყველა პირობას სთავაზობს

comments