“ლერი სულაბერიძეს “ბიზნესმენად” მოიხსენიებენ ჩვენი ჟურნალისტები, რადგან რაღაც კომპანიების მეწილეაო. ვიდრე “ბიზნესმენი” გახდებოდა, მანამდე ვინ იყო და რა აქვს ნაკეთები, ამაზე კრინტს არ სძრავენ.

რატომ? ეშინიათ.

პაბლო ესკობარის სახელზე, მარტო კოლუმბიასა და მექსიკაში, ასზე მეტი კომპანია იყო დარეგისტრირებული. ჯონ როკფელერის მერე, დღმდე ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება, მაგრამ ესკობარი ბიზმესმენიაო, არავის უთქვამს– მაფიოზს და ნარკობარონს ეძახდნენ.

ჯონ გოტის მარტო 12 იურიული ფირმა ჰქონდა საკუთარ სახელზე და განგსტერს ეძახდნენ.

მეიერ ლანსკის საკუთარი ბანკი ჰქონდა შვეიცარიაში, მაგრამ არავის არ უთქვამს, ლანსკი ბიზნესმენიაო. მაგასაც მაფიოზს და განგსტერს ეძახდნენ.

ალ კაპონეს ჩიკაგოში რამდენიმე კაზინო ჰქონდა, სათამაშო ბიზნესის ლიცენზიაც და ოფიციალურად იყო კაზინოების მეწილე, მაგრამ დღემდე ამერიკის #1 მაფიოზად მოიხსენიებენ და არც მის თანამედროვე ჟურნალისტებს უთქვამთ მასზე, ბიზნესმენიაო.

ქართველო ბიზნესმენებო, მართლა ბიზნესმენები ვინც ხართ, თქვენ მაინც გააპროტესტეთ, რომ ლერი სულაბერიძე ბიზნესმენი არ არის და მაფიოზია. თუმცა ვერა, ვერც თქვენ გააპროტესტებთ, რადგან თქვენ უფრო გეშინიათ.”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი

comments