“ალიამ” ექსკლუზიურად მოიპოვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ანდერძი.

“მე, ზვიადი კონსტანტინეს ძე გამსახურდია – ვიძლევი განკარგულებას: მთელ ჩემ ქონებას, რომელიც ჩემი გარდაცვალების დღისათვის აღმოჩნდება ჩემი კუთვნილი, რისგანაც უნდა შედგებოდეს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ასეთი მათ შორის სახლს მდებარეს ქ. თბილისში გალის ქ. №19-ში და აგარაკს მდებარეს გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში ნოზაძის ქ. №17-ში ვუამდერძებ თანაბარ წილად ჩემს შვილებს: ცოტნე ზვიადის ძე გამსახურდიას მცხოვრებს ქ. თბილისში გალის ქ. №19-ში და გიორგი ზვიადის ძე გამსახურდიას მცხოვრებს ქ. თბილისში გალის ქ. №19-ში.”

ანდერძი შედგენილია 1988 წლის 5 მარტს და დამოწმებულია მე-5 სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის გ.ა. კუხალეიშვილის მიერ.

ანდერძი 1999 წლის 15 ივნისს კიდევ ერთხელ არის დამოწმებული.

მოგვიანებით, 2015 წელს უკვე ანდერძის ასლია დამოწმებული

“ალია” დაუკავშირდა ცოტნე გამსახურდიას ახლობლებსა და ოჯახის წევრებს და მათ დაგვიდასტურეს ანდერძის სინამდვილე.

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ეს ერთადერთი ანდერძია, რომელიც ზვიად გამსახურდიამ დატოვა და მასში მხოლოდ ცოტნე და გიორგი გამსახურდიებია მოხსენიებული.

ზვიად გამსახურდიას ანდერძი პირველად ქვეყნდება, მაგრამ წლების მანძილზე უამრავი ადამიანი საუბრობდა ზვიად გამსახურდიას ანდერძზე:

მაგალითად, ჟურნალისტი, თამარ გამილაღდიშვილი:

“ახლა  მთავარია, შენ და შენი თაობა ფიზიკურად არ განადგურდეთ! შექმენით ოჯახები, გააჩინეთ რაც შეიძლება მეტი შვილი და გაზარდეთ ქრისტიანებად, პატრიოტებად, ქართველებად!” მახსოვს, გავიფიქრე,  რა დროს ოჯახების შექმნასა და შვილების გაზრდა-გაჩენაზე ლაპარაკია, ქვეყანა თავზე გვექცევა-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ ამ სიტყვებით ზვიად გამსახურდიამ ანდერძი დაგვიტოვა.”

კიდევ ერთი ანდერძი, რომელიც 2011 წელს, 12 ადამიანის მიერ ხელმოწერილ წერილში გამოქვეყნდა:

ზვიად გამსახურდიამ დაგვიტოვა ანდერძად მტკიცე და თვალნათელი მითითება, თუ რა გზას უნდა დავადგეთ რომ გადავრჩეთ როგორც ზნეობრიობისა და სულიერებს მიმდევარი ერი, აი მისეული სულიწმინდით განბრძნობილი სიტყვები ქართველი ერის ხსნის შესახებ: ”სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში, ჩვენ ერს გადარჩენა არ უწერია.”

comments