უკრაინელ ექსპერტს, გალინა კარმუშინას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ლიცენზიის აღიარებისთვის რუსეთის ფედერაციის სამედიცინო სერთიფიკატს სთხოვს.

საგანგებო მიმართვა  ცენტრ “ემპათიაში” ტიკარაძის უწყებამ უკვე გადააგზავნა.

“​ემპათიაში”  ამ ფაქტს გალინა კარმუშინას აქტიურობას და გახმაურებულ საქმეებში მის ჩართვას უკავშირებენ.

მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ კარმუშინა რუსეთის ფედერაციის სამედიცინო სერტიფიკატის წარდგენას ვერ შეძლებს, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს. ემპათიას ხელმძღვანელმა სახალხო დამცველსაც მიმართა და საქმეში გარკვევა სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ გალინა კარმუშინა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო, მანვე რამდენიმე კვირის წინ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის დროსთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ცხედარი მდგომარეობიდან გამომდინარე ის სავარაუდოდ არა უგვიანეს 48 საათის გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო.

“ემპთიაში” კარმუშინაზე მიმდინარე ზეწოლასთან დაკავშირებით 28 ივლისს, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. როგორც ცენტრში ამბობენ, მიმდინარეობს ზეწოლა, შანტაჟი, სოციალური ქსელები საშუალებით მუქარა.

comments