შსს-მ სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელი ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

comments