„სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება.

„ის, რაც დღეს ვთქვი, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ ჩემი მთავარი მიზანია, არც ერთი მშიერი ბავშვი არ იყოს ქვეყანაში და არავის არ უწევდეს ნაგავსაყრელზე საჭმლის პოვნა და ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ “სტრატეგია აღმაშენებელი”, ამისთვის გავწერეთ უამრავი გეგმა და სტრატეგია”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელმა” დღეს საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

comments