ზესტაფონში იოსებ სტალინს ძეგლი დაუდგეს. იდეის ავტორი რუბენ ჩინჩალაძეა, რომელმაც ბელადის ძეგლს საკუთარი ტერიტორია დაუთმო.

„ის არავის ხვრეტდა, ის მუდამ დასჯილთა მხარეს იდგა. რა გვჭირს ქართველებს ასეთი, ადამიანი რომც არ გვყავდეს, უნდა გამოვიგონოთ.

ჩვენი ერის საამაყო შვილი იყო ეს, მაგრამ ამას აზროვნება სჭირდება. დიქტატორი ეს არ ნიშნავს, რომ ის იყო დამსჯელი და მხოლოდ დაჭერებზე და გადასახლებებზე მუშაობდა, პირიქით. აგერ ლიტერატურა აწყვია და ამოიკითხავთ, რომ ის მუდამ დასჯილთა მხარეს იდგა და მათ გამართლებას აღწევდა.

სტალინს უნდა დავაბრალოთ ჩვენ, რომ მან გაჭირვებული, მშრომელი ხალხი ფეხზე წამოაყენა, თანასწორუფლებიანობა შემოიღო, სოციალიზმი ააშენა. უდიდეს და უბოროტეს მტერთან გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ ქართველებს რა დაგვემართა, რა გვჭირს? ასეთი კაცი რომ არ გვყავდეს, უნდა გამოიგონო“

ძეგლის გარდა ადგილზე მოწყობილია სტენდი, სადაც იოსებ სტალინზე ინფორმაციაა გადმოცემული.

Tekle Morgoshia-ს ფოტო.

პრაიმტაიმი

comments