უკვე მე-15 დღეა, სვანეთში დაკარგულ მოზარდს უშედეგოდ ეძებენ. 13 წლის ბიჭი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს გუშინ შეხვდნენ.

სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მშობლებს გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

comments