ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ, “პრაიმტაიმს” ბიზნესმენმა განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ლევან თოფაძე სამართალდამცავებს საკუთარ სახლში გამოეკითხა.

“უკვე 3-4 საათია ლევანისთან მოვიდნენ პოლიციელები და კითხავენ. ცუდად არის ბავშვი, ვერ დადის და ამიტომ მოვიდა პოლიცია აქ. მარცხენა ფეხი ხომ დაზიანებული აქვს?

არ არის გამორიცხული ლევანს მეორე ოპერაცია დასჭირდეს. სამი ექიმი ვნახე უკვე და შეიძლება ბავშვი გერმანიაში ან ისრაელში წავიყვანო საოპერაციოდ.

– ცნობილია, რომ ნინო ჟვანიას შეხვდით, ბოდიშის მოსახდელად მოვიდა თქვენთან თუ შერიგდით?

– ჯერ მაგისთვის არ მცალია. არაფერზე არ მილაპარაკია ნინოსთან, ჩემთვის მთავარია ბავშვი გადავარჩინო.

„პრაიმტაიმი“

comments