აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 62% უარყოფითად აფასებს სალომე ზურაბიშვილს. პრეზიდენტი გამოკითხულთა 32%-ს მოსწონს.

საჯარო ფიგურებს შორის გამოკითხულთა ყველაზე დადებითი შეფასებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II სარგებლობს (89%). მეორე ადგილზე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძეა (74%). მესამე საჯარო ფიგურა, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად მოსწონთ გამოკითხულებს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა (63%).

მეთოდოლოგია

გამოკითხვისთვის საველე სამუშაოები 2020 წლის 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში IPM-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

გამოკითხვა კოორდინირებული იყო დოქტორი რასა ალისაუსკიენეს მიერ, საჯარო და მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების კომპანია „Baltic Surveys/The Gallup Organization“-ის მიერ IRI-ის ცენტრის „Center for Insights in Survey Research“ პირისპირ ინტერვიუების გზით, რესპონდენტების სახლებში. გამოკვლევა დააფინანსა USAID-მა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 ან უფროსი ასაკის საქართველოს 1500 მუდმივი მცხოვრები. შერჩევა არის რეპრეზენტაციული ზოგადი მოსახლეობის ასაკის, გენდერის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. პასუხის კოეფიციენტი იყო 66 პროცენტი.

რადიო თავისუფლება

comments