რუსთავის ნომერ მეექვსე დაწესებულების პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.

20 წლის ბიჭმა, ბადრი წოწორიამ პროტესტის ნიშნად 14 ცალი მეტალის უცხო სხეული ქსნის მეათე დაწესებულების საკარანტინე ზონაში გადაყლაპა, სადაც ყბაზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სავალდებულო კარანტინს გადიოდა.

პატიმრის ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს რუსთავის საპატიმროში ზედამხედველები ფიზიკურად უსწორდებოდნენ და თვითმკვლელობა სწორედ იმის გამო სცადა, რომ იქ დაბრუნება არ უნდოდა.

შესაძლო ძალადობის ფაქტზე სახალხო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა მიუხედავად ამისა, პატიმარი ისევ მეექვსე დაწესებულებაში დააბრუნეს. ადვოკატი გამოძიების დასრულებამდე მსჯავრდებულის სხვა საპატიმროში გადაყვანას ითხოვს.

comments