მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საკვირაო წირვაზე განცხადებ გააკეთა:,,  სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება.”

მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ მისი ვალდებულებაა, ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს მოუსმინოს და თუ მას ეკლესიის და ღმერთის დახმარება სჭირდება, დაეხმაროს.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის თქმით, ეკლესიაში ღმერთთან მოსული ადამიანი პარტიული ნიშნით არ უნდა გაირჩეს.

“სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება. კაცი თუ მოვიდა ჩემთან არ უნდა მივიღო? რა ჩემი საქმეა, ვინმე პოლიტიკოსი თუ სხვა კონფესიასთან წავიდა? ვისაც სად უნდა, იქ წავა, თავისუფალი არჩევანი გვაქვს. ეს არ არის არჩევნებში ჩარევა. არჩევნებში ჩარევა თუ მინდა, გამოვალ და ვიტყვი, ამიტომ ჭკვიანად უნდა იყვნენ და ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას. ყველა ჩვენიანია, პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე, ყველა ჩვენი შვილია, აბსოლუტურად.

ჩემთან ვინმე მოვიდა და ხელი ვკარი? რაც უფრო მივდივართ არჩევნებისკენ, მით უფრო ბევრს ლაპარაკობენ. თუ უნდათ, რომ ჩავერიო, ნახავენ, როგორ ჩავერევი და არ მგონია, მათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს. ამიტომ, ჭკვიანად იყვნენ. იქაც როცა იქნება, როცა მიბრძანდებით თქვენ არჩევანს გააკეთებთ, მე როგორ უნდა გითხრათ, იმას მიეცით ხმა, რა ჩემი საქმეა? ერთადერთი კონსტიტუციით თავისუფლება რაც გაქვთ, ხმის თავისუფლებაა,”-განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას.

comments