რომელ სასწავლებლებში ჩააბარეს ქართველი სელებრითების შვილებმა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს გამოცხადდა და სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა. გამოცდები ჩააბარეს ცნობილი ადამიანების შვილებმაც. მათმა მშობლებმა კი ემოციები სოციალური ქსელის გამომწერებს გაუზიარეს.

 

წელს სტუდენტი გახდა დიანა ტრაპაიძის ქალიშვილი. ელენე იმ ფაკულტეტზე მოხვდა, სადაც თავად უნდოდა სწავლა. ის თსუ-ში ეკოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლის. ქალიშვილის წარმატებით გახარებულმა, ცნობილმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ელენეს ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: „სტუდენტის დედა“, სადაც ის უამრავ მილოცვას იღებს.

 

 

დიანა ტრაპაიძის ქალიშვილი

 

სტუდენტი გახდა პიარ-მენეჯერ ხატია შამუგიას და მომღერალ გურამ ლომიძის ვაჟი, ნიკუშა ლომიძე. ნიკუშამ თსუ-ში ჩააბარა. ის უკვე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. ხატია შამუგიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ემოციებს ვერ ფარავს.

 

“დეეეეე ჩემო სიყვარულოოოო, ნატა ასათიანი, მოვდივართ შენთან” – წერს შამუგია.

 

ხატია შამუგიას ვაჟი

 

წელს ასევე სტუდენტი გახდა მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილი სალომე ჩიტაძე. ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

 

მომღერლის ქალიშვილს დატვირთული წელი ჰქონდა, სწავლის პარალელურად ის ბენდის წევრია, რომელსაც კვირაში რამდენიმე კონცერტის ჩატარება უწევს, მაგრამ აშკარაა, ამან სწავლაში ხელი არ შეუშალა.

 

“ჩემი გოგო სტუდენტია Salome Chitadze, ბედნიერი სტუდენტობის წლები შენ და დასახული მიზნების განხორციელება. p.s. ძალიან გამახარე!” – დაწერა ზამბახიძემ.

 

მაკა ზამბახიძის შვილი

პრაიმტაიმი

comments