ელის-მარია თუ ივა? ნიჟარაძეს გოგონა კი არა, ბიჭი შეეძინა – არის თუ არა სააკაშვილი ბავშვის მამა?

0

მომღერალი სოფო ნიჟარაძე გოგონას დედა არ გამხდარა. როგორც “2020NEWS“ ავრცელებს ინფორმაციას  მას ბიჭი შეეძინა. მომღერალმა შვილს –  ივა დაარქვა.  სააგენტოს წყარო უდასტურებს, რომ სოფო ნიჟარაძის შვილის მამა  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არაა. თუმცა, მამის ვინაობა ამ ეტაპზეც უცნობია. მომღერალი მასზე გავრცელებულ  ინფორმაციებს არ პასუხობს და ამერიკაში, დედასთან – ქეთევან  ნიკოლაიშვილთან ერთად,  ახალშობილი ბიჭის გაზრდითაა დაკავებული.

ნიჟარაძე მალავს ახალშობილი შვილის ფოტოს და ამ დრომდე მას საჯაროს არ ხდის. აქამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას გოგონა შეეძინა და ელის-მარია დაარქვა, თუმცა, სააგენტოს  სარწმუნო ინფორმაციით,  ნიჟარაძეს ბიჭი შეეძინა და მას ივა ჰქვია.

სოფომ ამერიკის ერთ-ერთ სამშობიაროში, 2 ივნისს იმშობიარა.

ელისმარია თუ ივა? – ვიდრე ეს ამბავი გაირკვევა, შეგახსენებთ,  ცნობილი მომღერალი საზოგადოებას ორსულობის ამბავსაც უმალავდა. მას ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ჰქონდა ფოტო, სადაც ის 7 თვის ფეხმძიმეა, თუმცა, წამოზრდილ მუცელს ნაცრისფერი შარფითა და შავი ქურთუკით მალავს.

„ბევრი მომღერალი იმაზე მუშაობს, რომ რაც შეიძლება სკანდალური იყოს და ბევრი ილაპარაკოს პირად ცხოვრებაზე. ჩემთვის კი უკეთესია ნაკლებად გავხდე საჭორაო თემა. ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემზე ნაკლებად ილაპარაკონ. მე და ჩემი შეყვარებული არ დავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც პრესა და ტელევიზიაა. შეიძლება ასეთ ღონისძიებაზე ვიყოთ, მაგრამ ვერავინ შენიშნავს, რომ ჩვენს შორის რაიმე სიმპათია არსებობს“, – აცხადებდა სოფო ნიჟარაძე მედიასთან.

მერდიაში გავრცელებული ინფორმაციითვე, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქართველი ვარსკვლავის ჩაცმისა და ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა. რამდენადაც შეერთებულ შტატებს კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით შეუტია, ქართველ მომღერალს პირბადით სიარული უწევს, თუმცა, ხანდანახ პირბადეს ბენდენითაც ანაცვლებს.

2020NEWS

comments
Share.

About Author