ცნობილი ჯგუფის, TATU-ს ყოფილი სოლისტი იულია ვოლკოვა ქართველმა ქმარმა სახალხოდ, ბავშვების თანდასწრებით სცემა და ყბების ძვლები მოტეხა.

ამის შესახებ მომღერალმა გადაცემაში „აღსარება“ ისაუბრა.

ვოლკოვას მეუღლე ქართველი „კანონიერი ქურდი“ გიორგი ზარანდია გახლდათ. მას კრიმინალურ წრეებში „გია გალსკის“ მეტსახელით იცნობენ.

ვოლკოვა ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორ გაიცნო გიორგი ზარანდია. აღმოჩნდა, რომ პოპულარულმა მომღერალმა ქართველ „კანონიერ ქურდს“ დახმარებისთვის მიმართა, შემდეგ კი ეს ურთიერთობა ოჯახის შექმნით დასრულდა.

რუსული მედია წერს, რომ ქართველი „კანონიერი ქურდი“ პოპულარულ ცოლს ამერიკელთან ღალატის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

„ოთხი წლის განმავლობაში მე საერთოდ არ ვიყავი მოსკოვში”, – თქვა ვოლკოვამ. – „რომანი მქონდა. სხვა ქვეყანაში გადავედით საცხოვრებლად.

ეს რომანი დაიწყო ტელეფონით. მას დახმარებისთვის მივმართე. მეგობრებმა მომცეს მისი ტელეფონის ნომერი. მან გააკეთა ყველაფერი, რაც მე მჭირდებოდა. ჩვენ დავიწყეთ მეგობრობა, კომუნიკაცია, უფრო და უფრო ხშირად დარეკვა. შემდეგ მასთან გადავფრინდი. იმდენად გიჟური იყო ეს ვნება, რომ ფიქრობდნენ – ესენი არასდროს დაშორდებიანო.

ის ძალიან ეჭვიანი ადამიანი, მეპატრონე აღმოჩნდა. არ არის რუსი კაცი. ჩემთვის რთული იყო ცხოვრების რადიკალურად შეცვლა და მასთან ადაპტაცია.

არაერთხელ მითქვამს, რომ მოსკოვი არის ქალაქი, სადაც მე დავიბადე და მინდა ცხოვრება. ალბათ, ამას ვერ ეგუებოდა.

ურთიერთობის დასრულება მინდოდა, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევდა. საბოლოოდ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა – ხელის აწევით, სამ ადგილას ყბის მოტეხილობით. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში.

ეს გაგრძელდა სულ რაღაც 10 წამი – thump-thump-thump! – სულ ეს არის. მიწაზე დავვარდი და გავითიშე.

ბავშვებმა ეს ყველაფერი ნახეს. ქუჩაში მყოფი ხალხი ცდილობდა დახმარებას. როდესაც გონს მოვედი, უკვე სასწრაფოში ვიყავი. თვითონ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

უფრო მეტიც, ის იარაღის მოსატანად წავიდა, რომ მოვეკალი. ეს ადამიანი კვლავ მიზანად ისახავს, ​​რომ მე ცოცხალი არ ვიყო.

სანამ მე ცოცხალი ვარ, ის მშვიდად ვერ იცხოვრებს. ეს არის ავადმყოფური სიყვარული, როდესაც ადამიანს მანიაკივით უყვარს, როდესაც მას შეუძლია შეიყვაროს და მოკლას“, – ყვება პოპულარული მომღერალი იულია ვოლკოვა.

40 წლის გიორგი ზარანდია, როგორც გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან არის. ის „კანონიერ ქურდად“ 2011 წელს, 31 წლის ასაკში „აკურთხეს“.

ზარანდიამ რუსული ესტრადიის ვარსკვლავზე 2015 წელს ოფიციალურად იქორწინა.

ვოლკოვას წარსულში რომანი მომღერალ დიმა ბილანთანაც ჰქონდა.

 

comments