პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ტერორიზმის ხელშეწყობისთვის მსჯავრდებული ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეს.

ბორჩაშვილის დედის თქმით, მისი შვილი უდანაშაულოა და საპატიმრო უნდა დატოვოს.

აიუფ ბორჩაშვილიკონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2015 წელს დააკავეს. მას “ისლამური სახელმწიფოს” სასარგებლოდ, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, მოქალაქეების გადაბირებასა და საომარ მოქმედებებში ჩართვის ხელშეწყობას ედავებიან.

აიუფ ბორჩაშვილს 14 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

comments