გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი ხვალ სასამართლოს წინაშე წარსდგება. ეს არის სისხლის სამართლის საქმის ის ეპიზოდი, რომელიც ეხება არა განზრახ მკვლელობას, არამედ ძალადობის ორგანიზებას და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ხვალ უნდა გაირკვეს, საქმის რა მასალებს ცნობს მოსამართლე დასაშვებად. ასევე, დადგება რამდენიმე მოთხოვნა ადვოკატების მხრიდან – ერთი, ეს არის აგარაკზე მომხდარი ჩხუბის ცალკე წარმოებად გამოყოფა, მეორე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ანუ დაკავებულების გათავისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებამდე და მესამე, “კურიერის” ინფორმაციით, კიდევ ერთი შუამდგომლობა მოსამართლის აცილება იქნება.

საკუთარი შუამდგომლობები ექნება პროკურატურასაც.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. აქედან ბრალდების მხარე 5 პირს ახალგაზრდა ფეხბურთელის განზრახ მკვლელობას ედავება.

comments