თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების კორონავირუსით ინფიცირებას ადასტურებს. უწყება განცხადებას ავრცელებს და სენაკის მე-2 ბრიგადაში, კარანტინის გამოცხადებას უარყოფს: სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დრომდე ინფიცირებულთა რიცხვი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.

comments