ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დრომდე ინფიცირებულთა რიცხვი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირა ინფიცირებულთა სტატისტიკა ყოველდღიურად მზარდია.

ასევე ბოლო 24 საათში 31 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 2758;
  • გამოჯანმრთელებულია –  1412
  • მათ შორის გარდაცვლილია – 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება –  6633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 22 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

comments