გარდაბანში, სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში იყო ხანძარი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები გამოცხადნენ უმოკლეს დროში. მათი ინფორმაციით, ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ. დაშავებული არავინ არის. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი,” – ნათქვამია განცხადებაში.

comments