პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება, – ამის შესახებ მისი მკურნალი ექიმი აცხადებს.

„დილით შემოიყვანეს მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით. ეს არის რიგით მესამე შემთხვევა. ორჯერ გაკეთებული აქვს ოპერაცია. იმყოფება გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, უტარდება სათანადო მკურნალობა. ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას ესაჭიროება შუნტირების ოპერაცია. შედგება კონსილიუმი და გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება“, -განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კლინიკაში გამთენიისას შეიყვანეს.

0

კომენატარი+

comments