2020 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.2 ლარით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 182.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ივლისში ეს მაჩვენებელი 183.5 ლარი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6.9 ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 189.2 ლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით 2.1 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 305.8 ლარი გახდა. ივლისში ეს თანხა 307.9 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან აგვისტოში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 317.3 ლარს შეადგენდა.
comments