მსახიობის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას, სადაც ის თავს შესანიშნავად გრძნობს და ბედნიერია.

შორენას ცხოვრების ახალი მეგზური ჰყავს, ის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ბარათელია.

წყვილი საკუთარ გრძნობებს არ მალავს და საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო, შორენამ, ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა.

ლაშა ბარათელი ცდილობს, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის გულიც მოიგოს და გოგონას ხშირად უწყობს ძვირადღირებულ სიურპრიზებს.

პრაიმტაიმმა“ მსახიობთან და ტელეწამყვანთან, გულახდილი და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ქმართან გაშორების მიზეზებზეც ილაპარაკა.

– მედიაში დაიწერა, რომ ქმარს ირაკლი ნანაძეს, სწორედ ლაშა ბარათელის გამო დაშორდით, მართალია?

– მე მივიღე დაშორების გადაწყვეტილება, მაგრამ რა იყო ამის მიზეზი გადაცემაში მოვყვები. მე მივხვდი, პირველ რიგში ღალატობენ, ლამაზ, მოვლილ და შემდგარ ქალებს. სულ ასე ხდება ჩემს ცხოვრებაში.

მე ყველაფერს ვითვალისწინებ და ვცდილობ გვერდით მდგომი მამაკაცი ღირსეულად წარმოვაჩინო, მაგრამ ზოგი ვერ აფასებს ამას.

ყველანაირი ჩხუბის და ხმამაღალი სიტყვის გარეშე წამოვედი ჩემი მეუღლის სახლიდან. იყო რაღაც პერიოდები, როცა ვფიქრობდი დავბრუნებულიყავი, მაგრამ მისი მხრიდან უსიამოვნო სიურპრიზები აღარ დამთავრდა და საბოლოოდ დავშორდი.

– როგორ დაიწყო თქვენი და ლაშა ბარათელის ურთიერთობა?

– როდესაც ქალის ცხოვრებაში არის ცუდი ეტაპი, ეძებს ისეთ ადამიანს, რომელიც შეიფარებს და ანუგეშებს. რომ არა ჩემი ცხოვრების რთული პერიოდი, ალბათ ყურადღებას არ მივაქცევდი ლაშას. რაღაცნაირად ტელეფონით აეწყო ჩვენი ურთიერთობა და მივხვდით, ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვიძლია.

– რას ურჩევთ იმ მანდილოსნებს, ვის ცხოვრებაშიც რთული ეტაპია, როგორ დაძლიონ სირთულეები?

– როცა ფიქრობ ყველაფერი დამთავრდა, შენ ხარ მახინჯი და არაფერი გამოვა შენგან, ზუსტად მაგ დროს იხსნება მეორე სუნთქვა, თუ გაქვს იმედი, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ღირს ცხოვრებისთვის ბრძოლა, აუცილებლად გამოგივა. იმდენჯერ ვარ მიწაზე დაცემული, ვერ წარმოიდგენთ.

მაგრამ სულ უნდა აიყვანო თავი ხელში, თმა დაივარცხნო, პომადე წაისვა და თავიდან დაიწყო ცხოვრება.

ბევრჯერ მქონია ასეთი პერიოდი, დიდ იმედგაცრუებას მოყვება ეს განცდა, ამ დროს ვერ ხვდები სად დაუშვი შეცდომა, მაგრამ შემდეგ ფიქრობ, ეს ამად არ ღირს, ცხოვრება გრძელდება და ისევ იღიმი.

comments