ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკის“ თავდამსხმელი პალ კლეტსკარი, რომელმაც „დინამო თბილისს“ სამი გოლი გაუტანა, ფეხბურთს გასართობად თამაშობს და სულ სხვა პროფესიისაა.

ვიკიპედიის ცნობით, პალ პლეტსკარის დედა ფარერის კუნძულების პარლამენტის წევრია, თუმცა თავად პლეტსკარი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ არის დურგალი და ფეხბურთს, მხოლოდ სამუშაო დღის ბოლოს თამაშობს.

ის ზოგჯერ მონაწილეობს ფარერის კუნძულების ჩვეულებრივ საქმიანობებში, როგორიცაა მეცხვარეობა და ვეშაპის რეწვა.

„მიყვარს მოგზაურობა და ფეხბურთის თამაში. ახლა ამის გაკეთება შემიძლია იტალიაში, სადაც მეხუთე იტალიური სერიაში მიმიწვიეს. ფარერის კუნძულების ლიგაში თითქმის ყველა მოთამაშე მუშაობს ან სწავლობს“, – ამბობდა პალ კლეტსკარი 2018 წელს მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო ფარერების კუნძულის წარმომადგენელს “კლაკსვიკს” დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დამარცხდა.

comments