ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილის საკათედრო ტაძარში “მთავარი არხის” ჟურნალსტები მივიდნენ. მათი დანახვით გაღიზიანებულმა სასულიერო პირებმა კი ჟურნალისტებს ტაძარი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები, “ოცნების” წევრები და მხარდამჭერები, ასევე, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები. სწორედ მათი დახმარებით დაატოვებინეს მაღალი იერარქიის სამღვდელოების პირებმა “მთავარი არხის” ჟურნალისტებს ტაძრის ტერიტორია.

მარტვილის მონატერში გადაღებულ კადრებში მკაფიოდ ისმის ჟურნალისტებისადმი მუქარა და წირვაზე დამსწრე ერთ-ერთი ადამიანი გადამღებ ჯგუფს ეუბნება კიდეც, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებენ, კამერებს გადაუმტვრევს.

მღვდელმთავრები ადგილზე მისული პოლიტიკური პარტების წევრებზე კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ ისინი ყველას აკურთხებენ, ვინც ტაძარში მივა.

comments