შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს, სადაც ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ კრიმინალი წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით 3-ჯერ შემცირებულია, ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, მინისტრი იტყუება, რადგან ქვეყანაში კრიმინალური ვითარება გაუარესებულია.

“მინდა საგანგებოდ გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონი გომელაურის განცხადებას, რომელმაც გვითხრა, რომ თურმე ყველაფერი წესრიგია, კრიმინალი არ გაზრდილა და ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლები რაღაცებს ვიგონებთ. ბატონო მინისტრო, თქვენმა ხელისუფლებამ იმდენი შეცდომები დაუშვა, იმდენი დანაპირები არ შეასრულა და ისეთ დღეში ჩაყარა საქართველოს მოსახლეობა და ისეთ გაჭირვებაში, რომ მოგონება ოპოზიციას ნამდვილად არაფრის არ სჭირდება,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

comments