გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან კორონავირუსით ინფიცირებული გაიქცა, – ამის შესახებ ინფრომაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, სამართალდამცველებმა პაციენტი საცხოვრებელ ბინაში იპოვეს და კლინიკაში დააბრუნეს.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი შიდა ქართლში შემთხვევას ადასტურებს და ამბობს, რომ პაციენტი მკურნალობას კვლავ ჩვეულ ვითარებაში აგრძელებს.

comments