კორონავირუსის ვაქცინა უპირველესად საზოგადოების ღარიბმა და მოწყვლადმა უნდა მიიღონ, როდესაც მზად იქნება. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

ვატიკანში ჩაწერილ საგანგებო მიმართვაში, რომლითად რომის პაპმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა, პონტიფიკოსი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ნათლად დაგვანახა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებისა და ვაქცინის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა.

“თუ ვინმეს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ეს უნდა იყოს ღარიბი და მოწყვლადი ფენა, რომელიც ხშირად განიცდის დისკრიმინაციას, რადგან მას არ აქვს არც ძალაუფლება და არც ეკონომიკური რესურსი”, – აღნიშნა რომის პაპმა.

comments