უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 28 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც ადასტურებს.

უკრაინის საგანგებო საქმეთა სამსახურის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი AN-26 ხარკოვის ოლქში ჩამოვარდა და ავიაკატასტროფას 22 ადამიანი ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 2 დაშავებულია და 4 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 

არსებული ინფორმაციით, ფრენა საწვრთნელი იყო და თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან 2 კილომეტრში ჩამოვარდა. 

მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა და ხვალ, შაბათს შემთხვევის ადგილზე ჩავა. მისივე თქმით, გამოძიებაში სამთავრობო კომისია ჩაერთვება. 

comments