სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია. ამის შესახებ დღეს მედიასთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, 15 არის ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან.

ეს მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია.

მეთხუთმეტე ზუგდიდელი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან, სამი სკოლა, სადაც მათ შემხებლობა აქვთ, გადავა დისტანციურ სწავლებაზე.

ეს სკოლებია რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი.

comments