გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 24 წლის კაცი დაჭრეს

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ის მუცლის არეშია დაჭრილი და ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსში” უტარდება. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

საქმეზე გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია.

comments