ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, მინიმალური ხანგრძლივობა ინფიცირებულების გამოჯანმრთელებამდე 13 დღემდე შემცირდა.

როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, სიმპტომურ პაციენტებს, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან, გამოჯანმრთელების ვადა უმცირდებათ. ეს მოიცავს მინიმუმ 13 დღეს. 10 დღე სიმპტომების პერიოდი და 3 დღე უსიმპტომო პერიოდი.

მისივე განმარტებით, თუ სიმპტომიანი პაციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში უსიმპტომო იყო, ისინი მე-14, მე–15 დღეს უკვე სხვისთვის რისკს არ წარმოადგენენ.

ამასთან, უსიმპტომო პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან უკვე გაუვიდა 12 დღე, ჩაითვლება როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას.

comments