მე რამდენადაც ვიცი, არც პირბადის და არც პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ დეფიციტი არც PCR-ტესტების მხრივ არსებობს.

„სტრატეგიულ მარაგში, მაქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროსაც შესაბამისი მარაგი უდევს. ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაახლოებით ნახევარი მილიონი PCR-ტესტის მარაგი ამჟამად აქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

comments