სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3 ახალი დადასტურდა. ინფიცირებულ პაციენტთა შორისაა წნორის თავშესაფრის ბენეფიციარიც.

კოვიდინფიცირებული 70 წელს მიღწეული კაცია და სიმპტომები არ აღენიშნება. ტესტირება გაუკეთეს თავშესაფარში მცხოვრებ სხვა პირებსაც, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ – სწორედ ამიტომ, ეპიდემიოლოგიები ვარაუდობენ, რომ ბენეფიციარის ტესტის პასუხები არასწორია. ხელმეორე ტესტირების მიზნით, ინფიცირებული თბილისში გადაიყვანეს.

ვირუსის სავარაუდო შემთხვევის დაფიქსირების გამო, წნორის მოხუცთა თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული.

დღევანდელი მდგომარეობით, სიღნაღში კორონავირუსის დადასტურებული საერთო შემთხვევების რაოდენობა 5-ია.

comments