საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 60 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„60 წელს გადაცილებული, მამაკაცი. იყო ქრონიკული თირკმლის უკმარისობით – დიალიზის პაციენტი. ჰქონდა დიაბეტი, გართულებული პნევმონიით. ერთ კვირაზე მეტია რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ლევან გოფოძემ.

comments