საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,  მამუკა მდინარაძის მტკიცებით, “სიმართლე იმაში მდგომარეობს”, რომ გუშინ, 27 სექტემბერს ბოლნისში მომხდარი დაპირისპირების დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები” “ქართული ოცნების” შტაბის წევრებს დაესნენ თავს. მდინარაძე ამბობს, რომ კონფლიქტი მათი შტაბის წინ მოხდა და დაზარალებულებიც მათი მხარდამჭერები არიან.

ამ თემაზე მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა.

კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი, ქართული ოცნების შტაბის მიმდებარე ტერიოტრიაზე მოხდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს. რის შემდეგადაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები. ამის შემდეგ კონფლიქტი გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში.

ინციდენტი მოხდა ქართული ოცნების შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები. ფაქტია, რომ ნაციონალურ მოძრაობაში კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის არიან განწირულები და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუის და ძალადობის გამოყენება, რათა პროვოკაციების და ვითარების ესკალაციის ფონზე მიიღონ რამე სარგებელი, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

comments